აშვჩაპანი და არიცვმგელი
წარმოგიდგენთ მჭადის აფხაზურ ვერსიას ნიგვზით გადაზელილ ყველთან ერთად.
უნდა ვაღიაროთ, ამ ორი ტრადიციული გემოს შეხამებამ კერძს სრულიად ახლებური ელფერი შესძინა.


ინგრედიენტები
ულუფა :
1
წითელი წიწაკა
15 გრამი
ზეთი
150 მილილიტრი
რძე
350 მილილიტრი
ნიგოზი
1 ჭიქა
სიმინდის ფქვილი
2
ფქვილი
6 ჩაის კოვზი
სულგუნი, ახალი, უმარილო
500 გრამი
საფეხური

1

გახეხეთ ყველი და მოათავსეთ ჯამში. იქვე გქონდეთ მეორე ჯამი. მჭადის ფქვილს გატარებული ნიგოზი შეურიეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
საფეხური

2

ცომი არ უნდა იყოს ძალიან სქელი. პირადად მე, უპირატესობას ოდნავ თხელ ცომს ვანიჭებ - გამომცხვარი მჭადი არ იქნება მშრალი. სასურველია, თუკი ჯერ მჭადებს დააცხობთ, შემდეგ კი გადაზელთ ყველს. მოზელილი ცომისგან გავაკეთოთ პატარა ოვალური ზომის ბურთულები, გახურებულ ცხიმიან ტაფაზე დავაკრათ და ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ. მოვბრაწოთ საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან.
საფეხური

3

მივხედოთ ყველს, მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ყველი ნელ-ნელა დნობას დაიწყებს, განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ სრულიად არ დადნება და ერთგვაროვანი არ გახდება.
საფეხური

4

მოვაყაროთ მცირეოდენი ფქვილი, რაც უფრო ელასტიურს გახდის ყველს და კარგად შეკრავს.
ცხელ ყველს კოვზების საშუალებით შეგვიძლია მივცეთ მომრგვალებული ფორმები.
სერვირება

5

მოვაყაროთ მწიკვი წითელი დაფქული წიწაკა (ძალიან უხდება ) და გადმოვიღოთ თეფშზე, სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში.
Comments
Most Recent