ჩიზქეიქი შინდით

საჭმლის ტიპი
დესერტი


უხდება
ციტრუსის ლიმონატი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
პიტნის ფოთოლი
10
შაქარი
20 გრამი
შინდი
200 გრამი
კარაქი
100 გრამი
ორცხობილა
200 გრამი
დარიჩინი დაფქვილი
20 გრამი
ვანილის ჩხირი
2
ფქვილი
5 გრამი
ნაღები
230 მილილიტრი
შაქარი
160 გრამი
კვერცხი
2
კრემ-ყველი
530 გრამი
საფეხური

1

ფუძე: ორცხობილა დავფშვნათ, დავუმატოთ კარაქი, დარიჩინი და ავურიოთ. ჩავყაროთ ჩიზქეიქის ფორმაში, დავტკეპნოთ 2 მმ.-ის სისქეზე და გამოვაცხოთ 7-10 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. შემდეგ გავაცივოთ.
საფეხური

2

ჩიზქეიქი:
კრემ-ყველი, 130გრ შაქარი, ვანილი და ნაღები მსუბუქად ავთქვიფოთ, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხი და ფქვილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ ფორმებში.
საფეხური

3

ღუმელი გავახუროთ 100 გრადუსამდე და შევდგათ ჩიზქეიქიანი ფორმები 30 წუთით. დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან ღუმელიდან გამოღებისას არ უნდა იყოს მკვრივი. აუცილებლია, რომ კარგად გაცივდეს. 1 ღამით მოათავსეთ მაცივარში.
საფეხური

4

საწებელი:
შინდი და შაქარი აადუღეთ, გააკეთეთ ხილფაფა და გაწურეთ საწურზე.
სერვირება

5

აწყობა:
ჩიზქეიქი გადმოვიღოთ ფორმიდან, დავადოთ ფუძეს, მოვასხათ საწებელი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.
Comments
Most Recent