პირველ რიგში ვაკეთებთ ნიგვზიან გულსართს - ამისთვის, მდუღარე წყალში გავავლოთ ნიგოზი და ნუში, გავწუროთ და გავფცქვნათ. გავატაროთ ნუში და ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ან ჩოფერში, შემდეგ დავამაროთ 2 ჩაის კოვზი მშრალი ქინძი, 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1.5 ჩაის კოვზი ყვითელ ყვავილი და გემოვნებით ცხარე წიწაკა. დავაბალანსოთ 2-3 ჩაის კოვზი ძმარით. შემდეგ გავწუროთ ნიგვზიანი და ნუშიანი მასა ხელებით და გამოვადინოთ ზედმეტი მცენარეული ზეთი (შეგიძლიათ შეინახოთ და შემდეგ ზემოდან მოასხათ კერძს). მასის დასარბილებლად დავამატოთ 3-4 სუფრის კოვზი წყალი, რომ მივიღოთ სქელი პასტა. დავამატოთ მარილი გემოვნებით და შევინახოთ მაცივარში.