ღუმელში გამომცხვარი კალმახი ციტრუსის სოუსით


ინგრედიენტები
ულუფა :
1
სეზამი
2 გრამი
კოჭა
10 გრამი
ფქვილი
100 გრამი
კარაქი
100 გრამი
შირბახტი
2 გრამი
ბრინჯი
100 გრამი
ლიმონი
200 გრამი
ფორთოხალი
500 გრამი
ზეითუნის ზეთი
100 მილილიტრი
კალმახი
300 გრამი
საფეხური

1

გარეცხეთ და გაასუფთავეთ კალმახი, დაჭერით სასურველ ნაჭრებად (ან გამოაცხვეთ მთლიანად). მოათავსეთ სინზე საცხობ პერგამენტთან ერთად, მოასხით 10 გრ. ზეითუნის ზეთი, მარილი და ლიმონის წვენი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
საფეხური

2

გავწუროთ ფორთოხალი და წვენი წამოვადუღოთ.
ცალქე დავადნოთ კარაქი და ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი, თანდათან მოვურიოთ და მივიყვანოთ შესქელებამდე. სულ ბოლოს დავამატოთ ფორთოხლის წვენი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ.
მოვხარშოთ ბრინჯი და შევაზავოთ გახეხილ კოჭასთან, შირბახთან და სეზამთან ერთად. მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მივცეთ სასურველი ფორმა და გავაფორმოთ მიკრო მწვანილით.
სერვირება

3

მიირთვით კალმახი ციტრუსის სოუსით ბრინჯთან ერთად.
Comments
Most Recent