გოჭის ბეჭი, ღომი და აჯიკა
ჩემი სუბიექტური აზრითა და ობიექტური კვლევის შედაგად დავასკვენი, რომ მეგრული კულინარია საქართველოში - საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ბევრ კუთხეს აქვს განსაკუთრებული კერძები, ზოგს რამდენიმეც კი, მაგრამ, ამდენი გემრიელი რამ არცერთ კუთხეს უნახავს - რაჭასაც კი, რომელიც მეორე ადგილს იკავებს ჩემს სიაში.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ასე მგონია, არის კერძი, რომელიც გავსინჯე ზუგდიდში, ქორწილში. კერძი მარტივი იყო, ხოდა მეც მიმაჩნია, რომ აუცილებელია ეს მარტივი, მაგრამ კარგი სატრაპეზო კერძი თქვენც გაგიზიაროთ.
