ინდაურის ფილე კომშით

საჭმლის ტიპი
ძირითადი კერძი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
პილპილი
1 მწიკვი
მარილი
1 მწიკვი
დარიჩინი
1 მწიკვი
ტანდურის სანელებელი
1 მწიკვი
შაქარი
30 გრამი
ლიმონი
1
ზეთი
80 მილილიტრი
კომში
300 გრამი
ინდაურის ფილე
2
საფეხური

1

ინდაურის ფილე გავრეცხოთ, მოვაცალოთ ზედმეტი ცხიმი (თუ აქვს), გავამშრალოთ ხელსახოცით, (შეგიძლიათ დაბეგვოთ ოდნავ ინდაურის ფილე, იმისთვის რომ გაათანაბროთ ზედაპირი, რადგან თანაბრად შეიწვას ტაფაზე, თუ იქნება ამის აუცილებლობა) დავამარილოთ ორივე მხრიდან და კარგად შევაზილოთ ტანდორის სუნელები. კომში გავრეცხოთ, გავთალოთ სათლელით და დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად, შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ წყალი, ისე რომ ოდნავ დაიფაროს, დავდგათ ქვაბი საშუალო ცეცხლზე და წამოვადუღოთ. კომში კარგად, რომ მოიხარშება (ჩანგალი თუ რბილად ჩავიდა, ე.ი. მოხარშულია) გადმოვდგათ ცეცხლიდან და წყალი გადავუწუროთ.
საფეხური

2

მოხარშულ კომშს დავაყაროთ შაქარი და დარიჩინი დავაბლენდეროთ ერთგავროვანი მასის მიღებამდე (ან ხელის საჭყლეტით გავაკეთოთ პიურე). კომშის პიურე მზადაა. როდესაც კომშის პიურეს დავადგამთ, ტაფა გავახუროთ მაქსიმალურად, დავუმატოთ ზეთი და ტაფაზე მოვათავსოთ ინდაურის ფილე. ერთ წუთში გადმოვაბრუნოთ, შემდეგ ერთ წუთში ისე გადავაბრუნოთ, ასე ვატრიალოთ სანამ ორივე მხარეს არ მიიღებთ ღია ყავისფერ შეფერილობას.
საფეხური

3

შემწვარი ფილე გადმოვიღოთ თეფშზე, ქვეშ დავუფინოთ ქაღალდის ხელსახოცი, რომ ზედმეტი ცხიმისგან გავათავისუფლოთ. დავასვენოთ 5 წუთი, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და კომშის პიურესთან ერთად თბილ მდგომარეობაში მივიტანოთ სუფრასთან.
სერვირება

4

სერვირებისას შეგიძლიათ დაჭრილ ინდაურის ნაჭრებს მოაწუროთ ლაიმის ან ლიმონის წვენი, რაც აკეთილშობილებს ინდაურის ფილეს გემოს.
Comments
Most Recent