ხაჭაპური ისპანახით
ტრადიციული, მაგრამ ცოტა მივიწყებული ქართული კერძი.


ინგრედიენტები
ულუფა :
1
კარაქი
100 გრამი
ხახვი
2
ღორის ქონი ან ერბო
200 გრამი
ქინძი
30 გრამი
კამა
30 გრამი
მწვანე ხახვი
30 გრამი
იმერული მარილიანი ყველი
800 გრამი
ისპანახი
1 კილოგრამი
ზეთი
50 მილილიტრი
შაქარი
20 გრამი
მარილი
3
საფუარი
20 გრამი
ფქვილი
1500 გრამი
საფეხური

1

თასში გავცრათ 1კგ ფქვილი, ცალკე პატარა ჭურჭელში საფუარი და შაქარი ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ თბილი წყალი და ვაცადოთ აფუება.
საფეხური

2

ფქვილს შევურიოთ მარილი, დავუმატოთ აფუებული საფუარი და თბილი წყლით მოვზილოთ ცომი, (რთულია წყლისა და ფქვილის ზუსტი პროპორციის მითითება, ვინაიდან ფქვილზე და ცომის მოზელვის ტექნიკაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ამიტომ ენდეთ საკუთარ თვალს, ნელნელა და ფრთხილად ამატეთ წყალი). ცომი უნდა იყოს ფაფუკი, ხელებიდან ადვილად უნდა გვეცლებოდეს (ეს მზაობის ნიშანია), ბოლოს გადავზილოთ ზეთით, დავდოთ თბილ ადგილას, გადავაფაროთ სუფთა ნაჭერი ან საკვები "ცელოფანი" და დაველოდოთ აფუებას.
საფეხური

3

დავუმატოთ დაფშვნილი ან გახეხილი ყველი. ცალკე ტაფაზე, ერბოში ან ღორის ქონში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი 2 ცალი ხახვი, დავუმატოთ გულსართს და კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
საფეხური

4

ცომი რომ ამოფუვდება, დავყოთ თანაბარ ნაწილებად, მე გავყავი სამად, შესაბამისად იმავე რაოდენობით ვყოფთ გულსართს. გულსართი, რა თქმა უნდა, ცომზე ნაკლები მოცულობის უნდა იყოს.
საფეხური

5

ფქვილიან ზედაპირზე გავაბრტყელოთ ცომი, დაახლოებით 0.7 სმ სისქეზე, ჩავდოთ გულსართი და თავი მოვუკრათ ისე, რომ სრულიად დაიფაროს ცომით. შემდეგ ეს გუნდა გავათანაბროთ ისე, რომ შევინარჩუნოთ მრგვალი ფორმა, გადავიტანოთ წინასწარ გახურებულ საცხობ ფორმაზე და იქ მივცეთ საბოლოო სახე, შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 220გრადუსზე 10 ან 15 წუთით (დამოკიდებულია ღუმელზე).
სერვირება

6

გამომცხვარ ხაჭაპურს კარაქი მოუსვით კარგად და სუფრასთან მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.
Comments
Most Recent