ხაჭოს ხინკალი ისპანახით
ხაჭოს ხინკლები ბავშვობიდან მახსოვს, მეც გულმოდგინედ ვეხმარებოდი ბებოს ცომის გაბრტყელებაში პაწაწინა ხელებით, მერე მოხვევაც ვისწავლე, ერთგვარი ოჯახური ტრადიცია იყო.


ინგრედიენტები
ულუფა :
1
ხაჭო
600 გრამი
ფქვილი
1 კილოგრამი
კარაქი
200 გრამი
ისპანახი
1 კილოგრამი
მარილი
2
საფეხური

1

ისპანახი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ წვრილად, დავაბლენდეროთ მცირეოდენ წყალთან ერთად, რომ მივიღოთ ფაფისებრი მასა.
საფეხური

2

დიდ ჯამში ჩავყაროთ 600გრ ფქვილი, 1ცალი კვერცხი, დავუმატოთ 1 ჩ.კ მარილი და ნელ-ნელა შევურიოთ დაბლენდერებული ისპანახი, ცომი მოვზილოთ მანამ, სანამ ხელებიდან არ მოგვშორდება.
საფეხური

3

საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ ფქვილი, მოზელილი ცომი გადავახვიოთ საკვები "ცელოფნით" და შევდგათ მაცივარში.
საფეხური

4

ცალკე თასში, ხაჭოს შევურიოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი, ცოტა მარილი და კვერცხი, ავურიოთ კარგად. ხინკლის გულსართი მზადაა. მაღალ ცეცხლზე დავდგათ ქვაბი და ნახევრამდე გავავსოთ წყლით, ავადუღოთ და დავუმატოთ მარილი.
საფეხური

5

ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ.-ის სისქეზე, ამოვჭრათ მრგვალი ფორმები და გავაბრტყელოთ თხლად, დაახლოებით 3 მმ.-ის სისქეზე, ან მეტზე, სურვილის შემთხვევაში. ხაჭო თანაბრად გავანაწილოთ გაბრტყელებულ ფორმებში, მოვახვიოთ ხინკლები და ფრთხილად ჩავყაროთ ადუღებულ წყალში, 7-10 წუთის შემდეგ საწურის საშუალებით ამოვიღოთ თეფშზე.
სერვირება

6

სუფრასთან მივიტანოთ ცხელ მდგომარეობაში, სურვილისამებრ, მიირთვით კარაქთან, არაჟანთან ან მაწონთან ერთად.
Comments
Most Recent