ხაშლამა
წარმოგიდგენთ კახეთის სიამაყესა და მშვენებას, მის უდიდებულესობა - ხაშლამას!



უხდება
ბორჯომი არომატით ალუბალი & ბროწეული

ინგრედიენტები
ულუფა :
1
მწვანე ხახვის კონა
1 მწიკვი
ნიახურის კონა
ქინძის კონა
თეთრი მშრალი ღვინო
700 მილილიტრი
დაფქული რეჰანი
ჩაის კოვზი
პილპილის შერეული მარცვლები
5 გრამი
დაფნის ფოთოლი
ხახვი
2
საქონლის ხორცი
500 გრამი
საფეხური

1

საქონლის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო თანაბარი ზომის კუბიკებად და ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ 2/3 წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.
საფეხური

2

პირველი წამოდუღება ნახარში გადავღვაროთ, ხახვი გავფრცქვნათ, დაუჭრელი ჩავაგდოთ ქვაბში, დავუმატოთ პილპილის მარცვლები და დაფქული რეჰანი, კარგად გავრეცხოთ მწვანილები და 1 საათის შემდეგ (დუღილის დროს წყალი, რომ არ ჩაშრეს, პერიოდულად ვამატოთ ცოტ-ცოტაწყალი) მწვანილებს შემოვახვიოთ ალუმინის ფირფიტა და ასე ერთიანად ჩავუშვათ წყალში.
საფეხური

3

ნახარში მთელს არომატს მიითვისებს და სასიამოვნო გემოსთან ერთად, სუნიც არაჩვეულებრივი ექნება. დავუმატოთ ღვინო და ვადუღოთ 5 წუთი, რომ ალკოჰოლი აორთქლდეს. მზადების დრო დამოკიდებულია ხორცის ხარისხზე, მოხარშული ხორცი უნდა იყოს ძალიან რბილი.
ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით.
სერვირება

4

სუფრასან მივიტანოთ ხორცი თავისსავე წვენთან ერთად, ცხელ მდგომარეობაში.
Comments
Most Recent