
ინგრედიენტები
ულუფა :
1
კვერცხი
2
იმერული ყველი
270 გრამი
სულგუნი
470 გრამი
მარილი
12 გრამი
შაქარი
10 გრამი
საფუარი
20 გრამი
წყალი
240 მილილიტრი
უმაღლესი ხარისხის ფქვილი
500 გრამი
საფეხური

1

თბილ წყალში ჩავყარით საფუარი და შაქარი, მარილი კი ფქვილს დავამატოთ. საფუარი აქაფებას რომ დაიწყებს, შევურიოთ ფქვილს და 10 წუთი ვზილოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. დავაგუნდავოთ, მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში და გადავაკრათ გრინი, რომ ცომი აფუვდეს. 40-50 წუთის შემდეგ აფუაბული ცომი ამოვიღოთ, გავყოთ 2 გუნდად და დავასვენოთ 5 წუთით.
საფეხური

2

პარალელურად გავხეხოთ ყველი, კარგად გავწუროთ და შევურიოთ 1 კვერცხი.
საფეხური

3

ცომის გუნდა გავაბრტყელოთ ისე, რომ ცენტრში იყოს უფრო სქელი, გარშემო კი უფრო თხელი. ყველის ბურთი მოვათავსოთ ცენტრში, ცომი ხინკალივით შემოვაკრათ და მოვაჭრათ კუჭი. დავასვენოთ გუნდა ნაკერის მხრიდან დაფქვილულ ზედაპირზე.
საფეხური

4

3 წუთში ავიღოთ ყველიანი გუნდა და ცენტრიდან გარეთ დავიწყოთ გაბრტყელება. გაბრტყელებულ ხაჭაპურზე მოვათავსოთ ყველი და ზემოდან გადავუსვათ 1 კვერცხის გული.
სერვირება

5

ხაჭაპური გადავიტანოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 230 გრადუსზე, 15 წუთის განმავლობაში. ისე, რომ ზედაპირი კარგად დაიბრაწოს.
Comments
Most Recent