ნიგვზიანი ხარჩო
აკონტროლეთ სიცხარე გემოვნების მიხედვით. მე ცხარეს მოყვარული ვარ, ამიტომ კალკულაციაში წითელი წიწაკა თავდაუზოგავად მიწერია.


ინგრედიენტები
ულუფა :
1
დეკეულის მკერდი
1 კილოგრამი
ხახვი
2
პომიდორი კანგაცლილი
1 კილოგრამი
უცხო სუნელი
20 გრამი
ხმელი ქინძი
20 გრამი
ნიორი
30 გრამი
ნიგოზი
350 გრამი
სიმინდის ფქვილი
50 გრამი
კარაქი
100 მილილიტრი
წითელი წიწაკა
5 გრამი
საფეხური

1

ნიგვზიანი მასის მომზადების წესი: დავნაყოთ (ან დავაბლენდეროთ) ნიგოზი, დავამატოთ წიწაკა, ნიორი, ყვითელი ყვავილი, ქინძის კაკლები, უცხო სუნელი, მარილი და სიმინდის ფქვილი. ნაზავს დავამატოთ ცოტა წყალი, ავურიოთ და დავაბლენდეროთ.
საფეხური

2

ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ ცოტა წყალი და ვშუშოთ 25 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ხორცს დავასხათ წინასწარ დაბლენდერებული პომიდორი. 2-3 წუთის შემდეგ დავამატოთ ადუღებული წყალი ისე, რომ ხორცი დაფაროს და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე მომზადებამდე.
საფეხური

3

კერძს დავამატოთ ნიგვზიანი მასა. ვშუშოთ და ვურიოთ 3-5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ მარილი და დანაყული ნიორი.
სერვირება

4

ხარჩო მიირთვით თბილ მდგომარეობაში!
Comments
Most Recent