ნიგვზიანი ლობიო


ინგრედიენტები
ულუფა :
1
ლობიო
500 გრამი
ნიგოზი
300 გრამი
ხახვი
3
ყვითელი ყვავილი
20 გრამი
ხმელი ქინძი
20 გრამი
ნიორი
20 გრამი
ოხრახუში
30 გრამი
ქინძი
30 გრამი
ბროწეული
1
უცხო სუნელი
20 გრამი
ხმელი ქონდარი
20 გრამი
კახური ზეთი
30 მილილიტრი
ძმარი
20 მილილიტრი
ჯონჯოლი
100 გრამი
სიმინდის ფქვილი
300 გრამი
საფეხური

1

ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავალბოთ მთელი ღამით. გამოვუცვალოთ წყალი და ავადუღოთ. ნახარში გადავღვაროთ. ისევ ჩავასხათ ცივი წყალი და ავადუღოთ. დავაფაროთ თავსახური მომზადებამდე.
საფეხური

2

მზა ლობიო გადმოვიღოთ საწურზე. ცოტაოდენი წვენი შევინახოთ, რათა კერძს ბოლოს დავუმატოთ.
საფეხური

3

გარჩეული ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ქონდარი, დარიჩინი (დამატებითი ინგრედიენტი სურვილის და გემოვნების მიხედვით), ხმელი ქინძი, უცხო სუნელი 2-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში (შეიძლება ბლენდერშიც). ნაზავი შევურიოთ მოხარშულ ლობიოს და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი (დაკეპილი) თავიანი ხახვი, ძმარი (ან ბროწეულის წვენი), ქორფა მწვანილი და დავამატოთ ცოტა ლობიოს ნახარში. ფრთხილად ავურიოთ.
სერვირება

4

გამზადებული ლობიო ფრთხილად გადმოვიღოთ თიხის ქოთანში. გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და ზემოთ ხსენებული ჯონჯოლით. შეგიძლიათ 300 გრამის ოდენობის სიმინდის ფქვილისგან გამოაცხოთ მჭადი და მიირთვათ ლობიოსთან ერთად.
Comments
Most Recent