საქონლის ჩაშუშული წაბლით

საჭმლის ტიპი
ძირითადი კერძი


უხდება
ბორჯომი არომატით ალუბალი & ბროწეული

ინგრედიენტები
ულუფა :
1
საქონლის ხორცი
400 გრამი
წაბლი
200 გრამი
ხახვი
100 გრამი
ზეთი
100 მილილიტრი
ბროწეული
2
ნარშალაბი
50 გრამი
კოწახური
10 გრამი
დაფქული წითელი წიწაკა
1 მწიკვი
მარილი
1 მწიკვი
საფეხური

1

საქონლის ხორცი დავჭრათ პატარა "კუბიკებად", ჩავყაროთ საშუალო ზომის ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს და დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე, დავახუროთ სახურავი ქვაბს და ვადუღოთ, სანამ წყალი არ დაშრება.
საფეხური

2

დავუმატოთ ზეთი და წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვშუშოთ ხორცი და ხახვი ერთად, დავამატოთ ნარშალაბი, შემდეგ კოწახური, დაღერღილი წიწაკა, მარილი და 5 წუთით ადრე გარჩეული წაბლი.
სერვირება

3

თეფშზე გააფორმეთ ბროწეულით. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.
Comments
Most Recent