შოკოლადის და მარწყვის ტარტი
თამუნა ნადირაძე არის შეფ კონდიტერი, რომელმაც კანადაში ცხოვრების დროს გადაწყვიტა ფსიქიატრის პროფესია შეეცვალა, მისი ოცნებები რეალობად ექცია და კონდიტერია შეესწავლა. 34 წლის ასაკში კონდიტერის კარიერა ნულიდან დაიწყო, დაამთავრა ცხობის და საკონდიტრო ხელოვნების ფაკულტეტი კონდიტერიის მიმართულებით, ვანკუვერის წამყვან კულინარიულ კოლეჯში. კოლეჯის წარმატებით დასრულების შემდეგ, მუშაობა განაგრძო სხვადასხვა საკონდიტროებში, სადაც უფრო დახვეწა და განავითარა ცოდნა. სწავლას განაგრძობს მუდმივად და ეუფლება ახალ ტექნიკებს მსოფლიოს ტოპ შეფებისგან. ინსპირაციას იღებს გარემოს, ბუნების და პატარა დეტალებისგან. მისი მიმართულებაა სარკისებრ მინანქრიანი მუსის დესერტები. მინანქრის ხელოვნება მისთვის ამოუწურავია და თითოეული დესერტი არის უნიკალური, რომელიც თითქმის არ მეორდება. 2022 წელს, ის დაბრუნდა საქართველოში, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ყველა მსურველს, ვისაც მის მსგავსად უყვარს ეს საქმიანობა. შექმნა ონლაინ სასწავლო პლატფორმა და სულ მალე გამოაქვეყნებს კურსებს, რომლის მეშვეობითაც მსურველებს ექნებათ საშუალება სახლიდან გაუსვლელად, თავისი ტემპით შეისწავლონ სარკისებრ მინანქრიანი მუსის დესერტების მომზადება. “ დღემდე მაოცებს ის ფაქტი თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა მარტივი ინგრედიენტების შეერთებით მიიღო ჯადოსნური გემოების და ვიზუალის მქონე
დესერტი.”
