ვაშლისა და კარამელის ტორტი

საჭმლის ტიპი
დესერტი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
შაქარი
200 გრამი
კვერცხი
10 ცალი
ფქვილი
50 გრამი
კაკაო
16 გრამი
ზეთი
30 გრამი
რძე
360 გრამი
ნაღები 33-35%
400 გრამი
დარიჩინი დაფქვილი
20 გრამი
ჯელატინი ფირფიტა
20 გრამი
დიდი ვაშლი
4 ცალი
რომი
30 გრამი
ლიმონი
1 ცალი
კარაქი
25 გრამი
საფეხური

1

შოკოლადის ბისკვიტი:
თასში ავთქვიფოთ კვერცხის გული და 10 გრამი შაქარი 10 წუთის განმავლობაში. მერე შევურიოთ ზეთი. როცა ერთგვაროვან მასას მივიღებთ, ფრთხილად შეურიეთ ფქვილი, კაკაო და რძე. შემდეგ კვერცხის ცილა ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან ერთად და შეურიეთ ძირითად მასას.
შოკოლადის მასა ორ თანაბარ ნაწილად გაყავით, დაასხით1 სმ. სისქეზე და 180 გრადუს ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ბისკვიტი რომ გაცივდება ამოჭერით 15x15 ზომის ორი კვადრატი.
საფეხური

2

ვაშლი:
ვაშლები კანიანად გრძელ ნაჭრებად დავჭრათ და ამოვაცალოთ კურკები.
შაქრისგან გავაკეთოთ კარამელი, დავუმატოთ დარიჩინი და ნაღების კარაქი. ჩავამატოთ ვაშლი ვურიოთ და გავაჩერთო ცეცხლზე იმ დრომდე სანამ ვაშლი არ დარბილდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ პიურედ არ უნდა გადაიქცეს. ბოლოს დაუმატეთ ლიქიორი და კარგად აურიეთ.
ყველაფერი გადავიტანოთ საწურზე (სიროფი, სურვილისამებრ შეიძლება შევინახოთ და მოვასხათ ბისკვიტს) და ვაცადოთ გაწურვა.
15x15 ზომის ფორმაზე დავდოთ საცხობი ქაღალდი და დავალაგოთ ვაშლის ნაჭრები.
საფეხური

3

მწვანე ვაშლის მუსი:
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში და დავტოვოთ, რომ გაცივდეს.
გათალეთ ვაშლი, მოაშორეთ კურკები, დაჭერით კუბებად და ადღვიბეთ ბლენდერში ლიმონის წვენთან, რომთან და შაქართან ერთად. ნაზავი დაახლოებით 60 გრადუსის ტემპერატურაზე შეაცხელეთ და დაუმატეთ გაწურული ჟელატინი. გააგრილეთ 28 გრადუსამდე და შეურიეთ ათქვეფილი ნაღები.
მაშინვე გადმოიღეთ მუსი ვაშლის ნაჭრებზე და თანაბრად გაანაწილეთ. დაადეთ ზემოდან პირველი შოკოლადიანი ბისკვიტი და დააწექით ზემოდან.
საფეხური

4

კარამელი:
ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე და გამოყენებამდე შეინახეთ ცხლად.
შაქრისა და წყლისგან მოამზადეთ კარამელი. შეაჩერეთ კარამელიზაციის პროცესი ცხელი ნაღების დამატებით. აურიეთ.
კარამელის მუსი:
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში და დავტოვოთ.
ნაღებიან კარამელს, რომელიც უკვე გავაკეთეთ, დავუმატოთ დარიჩინი და შევათბოთ. ნაზავს დავუმატოთ კვერცხი და შაქარი და დავაბრუნოთ ყველა ერთად ღრმა თასში, სისტემატიური მორევით მივიყვანოთ 83 გრადუსზე, გავაკეთოთ ინგლისური კრემი. ცეცხლიდან რომ გადმოვდგამთ, გადავიტანოთ სუფთა ჭურჭელში, რომ დუღილის პროცესი შეჩერდეს და დავუმატოთ გაწურული ჟელატინი. ავთქვიფოთ ბლენდერით. გავაგრილოთ 25 გრადუსამდე და შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.
მიღებული მასა მოვათავსოთ შოკოლადის ბისკვიტზე. გავანაწილოთ და დავადოთ მეორე შოკოლადის ბისკვიტი. დავაწვეთ ზემოდან.
შევინახოთ ტორტი მაცივარში.
სერვირება

5

სუფრაზე მიტანა:
დილით გადავაბრუნოთ ტორტი, მოვხსნათ ჩარჩო და წავუსვათ ნეიტრალური მინანქრი.
Comments
Most Recent